აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
26-04-2021
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ღონისძიებით აღინიშნა. მოსწავლეებმა დედამიწის სიყვარული დასუფთავების აქციით გამოხატეს. მათ მახლობელ ტყეში მოაწესრიგეს და დაასუფთავეს გარემო.
სკოლის აღსაზრდელებმა სურათები გადაიღეს და პირობა დადეს, რომ დაიცავენ და გაუფრთხილდებიან დედამიწას.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს