„Covid-19-ის გავლენა განათლებასა და ეკონომიკაზე“-ამერიკულ უმაღლეს საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია ჩატარდა
26-04-2021

ამერიკულ უმაღლეს საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“, „ჯუნიორ ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამის“ ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „4th grader's viewpoint: Impact of Covid-19 on Education and Economy“. კონფერენციაში საჯარო და კერძო სკოლების მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონფერენცია  ინგლისურ ენაზე წარიმართა.

მოსწავლეთა მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მოსამზადებლად საჭირო იყო დაწყებითი კლასების ინგლისური ენის, მე და საზოგადოების და ბიზნეს განათლების მასწავლებლების ჩართულობა. კონფერენციის მომხსენებლებს და მათ პედაგოგებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნულმა კონფერენციამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების-ანალიზის და შეფასების განვითარებას, ასევე პრეზენტაციის წარდგენის და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლებას.

24 აპრილს, წარმატებით ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „Covid-19-ის გავლენა განათლებასა და ეკონომიკაზე“. მოსწავლეს (მეოთხეკლასელმა) ერთი კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე უნდა წარმოედგინა Covid-19-ის გავლენა განათლებასა და ეკონომიკაზე.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების - ანალიზისა და შეფასების განვითარების ხელშეწყობა, ასევე პრეზენტაციის წარდგენის და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლება.

კონფერენცია ჩატარდა დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. შეხვედრა გაიმართა ,,ჯუნიორ ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამის“ ფარგლებში, მისი ხელმძღვანელი ნატალი ამირანაშვილი იყო.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203