ბაისუბნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
26-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მათ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს და ბუნების გამწვანებაზე იზრუნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლალა ლუხოშვილი იყო.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203