„მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა დირექტორს გლოვობს
26-04-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა დირექტორს გლოვობს. ჯემალ ბასილაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სკოლისთვის. 

მას იხსენებენ როგორც, მომავალ თაობაზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას. „დიდთან დიდი იყო, პატარასთან - პატარა“ - აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან ღლონტი და დასძენს, რომ კოლექტივში მისგან მცირედი წყენაც კი არავის ახსოვს.

„ბატონი ჯემალი ბავშვებზე ძლიერად იყო შეყვარებული. უყვარდა ყველა, დიდთან დიდი იყო, პატარასთან - პატარა. კოლექტივში მისგან მცირედი წყენაც კი არავის ახსოვს. მუდამ ცდილობდა, ისე მოეგვარებინა პრობლემები, რომ არავინ დაეტოვებინა გულნატკენი. ეს გამოსდიოდა კიდეც. ბავშვებიც და მასწავლებლებიც ძალიან განიცდიან მის გარდაცვალებას, იმიტომ რომ ბატონი ჯემალი ყველას გამორჩეულად უყვარდა. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია სკოლისთვის“, -  ამბობს ქეთევან ღლონტი

„ეტალონის“ გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ჯემალ ბასილიძის​ ოჯახსა და სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203