დამიის საჯარო სკოლაში „სუფთა წერის“ კონკურსი ჩატარდა
26-04-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ამის ნათელი დადასტურებაა, დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარებული, მშობლიურ(სომხურ) ენაში „სუფთა წერის“ კონკურსი, რომელიც 2 ასაკობრივ კატეგორიას - I-VI და VII-XI კლასებს შეეხო. 

კონკურსი ლამაზად, სუფთად წერის პოპულარიზაციასა და ხელით წერის კულტურის განვითარების ხელშეწყობას ემსახურებოდა. გამოვლინდა გამარჯვებულები, მონაწილეები კი სამახსოვრო სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. აქტივობას სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიუდმილა ბადალიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203