ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ
26-04-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტ „ჩემი თვალით დანახული სამყაროს“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ. პროექტი „თიმსის“ პლატფორმის საშუალებით მიმდინარეობს.

„შუახევის მუნიციპალიტეტის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფლისა და დუშეთის რაიონოს დაბა ჟინვალის საჯარო სკოლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები  ელექტრონული რესუსრსების მეშვეობით (postermywall.com,wakelet app). სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა სახალისო ვიქტორინა სახელწოდებით „ტყე შეუნახე შვილებსა“, სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს „თიმსის“ პლატფორმაზე“, - აღნიშნავს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ -მასწავლებელი და ხაბელაშვილებისა და ცხემლისის საჯარო სკოლების რუსული ენის მასწავლებელი სოფიკო ბრეგვაძე.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203