
თბილისის N90 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნის ღონისძიებას შეუერთდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია დედამიწის დღის დაარსების შესახებ, შექმნეს ნახატები და კედლის გაზეთი „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ კი სკოლის ეზოში დარგეს სხვადასხვა სახეობის ნერგები.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა: