
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სკოლის ეზო და მიმდიბარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებიც მონაწილეობდნენ.
სათხის საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ყველა იმ მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს, ვინც დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები