აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-04-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელმა, შორენა ბერიშვილმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო მოთხრობების წაიკითხა. 

უფროსი კლასის მოსწავლემ, ლუკა ჯიქიამ ამ დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი მოამზადა. 

ბიბლიოთეკარის, დოდო გეგეჭკორის თაოსნობით უფროსკლასელებთან აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ გარჩევა მოეწყო. აქტივობამ ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა. 

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში  მე-4 კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლის, ელზა მესხიას ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთვნენ  და სახალისო აქტივობებიც გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა სასურველი ადაპტირებული წიგნები განიხილეს, საყვარელი პერსონაჟები დაასახელეს, ინგლისურ ენაზე დაახასიათეს ისინი და ილუსტრაციებიც წარმოადგინეს.

სკოლის ბიბლიოთეკაში პრეზენტაციაც მოეწყო. ბიბლიოთეკარმა, დოდო გეგეჭკორმა მოსწავლეებს ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია გააცნო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203