ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
26-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნაძვი დარგეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნანი ფერაძემ სკოლის აღსაზრდელებს დედამიწისა და სუფთა გარემოს მნიშვნელობა გააცნო.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ ზიანდება გარემო ადამიანის დაუდევრობით და მიზნად დაისახეს ჩაატარონ გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ სოფლის მაცხოვრებლებს გააცნონ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიაზე ზრუნვას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203