ტნუსის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
26-04-2021

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლაში 22 აპრილს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა, ქართული ენის პედაგოგ ლია ავალიშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმეს და განახორცილეს.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და კედლის გაზეთი, ასევე მოაწყეს გამოფენა. დიდი ინტერესი გამოიწვია დედამიწის დღისადმი შექმნილი ვიდეო ფილმის ჩვენებამ, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და წარმოადგინეს ლოზუნგები, თუ როგორ დაიცვან და გაუფრთილდნენ პლანეტას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203