„აღმოვაჩინოთ ერთად“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა შეასრულეს
26-04-2021

„აღმოვაჩინოთ ერთად“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის II კლასში  ბუნების გაკვეთილზე, რომლის თემა იყო არქეოლოგიური გათხრები, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა დიდი სიხარულითა და ინტერესით შეასრულეს. ბავშვებს პედაგოგი მელანო სალდაძე ხელმძღვანელობდა.

„მათთვის მოულოდნელი იყო მიწაში ჩაფლული „დინოზავრის ძვლების“ პოვნა. აქტივობა გამოვიდა ძალიან სახალისო, საინტერესო, მთელი კლასი ჩაერთო და პრაქტიკულად გამოსცადეს არქეოლოგიური მასალის პოვნის სიხარული“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203