
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
მათ შექმნეს კედლის გაზეთი, დაამზადეს პლაკატები, წარმოადგინეს პროექტის „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ პრეზენტაცია, რომელზეც ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
ასევე სიმბოლურად დარგეს ნარგავები და გაალამაზეს სკოლის ეზო.
იხილეთ ფოტოები: