ინაშაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-04-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგის, ხათუნა ბედენაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო დაფა, ასევე ბუკლეტები, რომელშიც დედამიწის დღეზე საინტერესო ამბები იყო მოთხრობილი და სოფლის სხვადასხვა უბანში გააკრეს.  ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები თანასოფლელებს წარუდგინეს და ყველას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღემ ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203