კუჭატნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
26-04-2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომელსაც მარი ჩუგიშვილი, ნანა გულიაშვილი, ნატალია ქორთიევი და მარი გაიკარაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საუბრები, მასწავლებლებმა მოუწოდეს მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და გამწვანებისკენ. 

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის ლოგო, ასევე მოეწყო კონკურსი ნახატების გამოფენაში, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, სკოლის ეზოში დაინერგა ხეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203