მორძგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული როინ მიროტაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს
26-04-2021

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული როინ მიროტაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 24 აპრილი როინ მიროტაძის დაბადების დღეა.


„არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია“.

24 აპრილი როინ მიროტაძის დაბადების დღეა! დღეს 49 წლის გახდებოდა.   სიცოცხლით სავსე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა „ღიმილის ბიჭმა“ აფხაზეთის ომში გმირულად გაწირა თავი სამშობლოს დასაცავად.

2014 წლის აპრილიდან, მორძგვეთის საჯარო სკოლა როინ მიროტაძის სახელს ატარებს. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი, გააცოცხლეს როინის ბავშვობის, ბრძოლის, გმირულად დაღუპვის ეპიზოდები.

როინ მიროტაძის სახელს დავიწყება არ უწერია!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203