პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ლექცია მიეძღვნა
26-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარების გამო გარემოს მხარდასაჭერი ღონისძიებები (სკოლის ეზოს დასუფთავება, შაბათობა) არ ჩატარდა. ეს დღე სკოლაში ლექციის ჩატარებით აღნიშნეს.

„ამ დღის აღსანიშნავად გეოგრაფიის პედაგოგმა სირან პოდოსიანმა  ღია ლექცია ჩაატარა. მან ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე, რომელი წლიდან არსებობს, რომელი ქვეყნები აღნიშნავს ამ დღეს, საქართველო რომელ წელს შეუერთდა და სხვა.... ლექციის ბოლოს, შექმნეს კედლის გაზეთები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203