არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საზოგადოებას ეკოლოგიური პასუხისმგებლობა შეახსენეს
26-04-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებას 22 აპრილი - დედამიწის დღე და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა შეახსენეს.  

მე-5 კლასის დამრიგებელი მარინე გილიგაშვილი გახლავთ. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს და ღია ცის ქვეშ გამოფენა მოაწყვეს. მეხუთეკლასელებმა ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

„დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203