რგანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის, ნინო მღებრიშვილის ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო
26-04-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის, ნინო მღებრიშვილის ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო. 

VIII, X,XI კლასის მოსწავლეებმა სოფლის სასაფლაო და მისი შემოგარენი დაასუფთავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ძალა და ენერგია არ დაუშურებიათ, რათა ნაგვის ნარჩენებისგან გაეთავისუფლებინათ ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი და წმინდა ტერიტორია.

„გარდა მოსწავლეებისა, ღონისძიებაში პედაგოგებიც მონაწილეობდნენ. ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგს, მერი შვანგირაძეს და ქართულის პედაგოგ მაკა ხვედელიძეს არაფერი დაუშურებიათ, რათა ეს ტერიტორია სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ვიმედოვნებთ, რომ სოფლის მოსახლეობა გაუფრთხილდება ახალი თაობის ნაშრომს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203