ნახშირღელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
26-04-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარებული ღონისძიებებით აღინიშნა.
განსაკუთრებული აქტიურობით სკოლის V,VI,VII და I კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.
მე-5 კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა შექმნეს პოსტერი თემაზე - „დედაენა ქართველ პოეტთა ლექსებში“.
VI კლასში, მასწაველებელ მაია მელუავას ხელმძღვანელობით, ჩატარებულ საინტერესო ღონისძიებაში მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების პირველი ნაწილი პროექტის - „წიგნების ძველი კარადა“ პრეზენტაციას დაეთმო. მოსწავლეებმა დამსწრეებს პროექტის განხორციელების ნაბიჯები გააცნეს და საინტერესო ინტერვიუები წარუდგინეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი მინი-ლექციას „14 აპრილი-დედაენის დღე“ დაეთმო. მოსწავლეებმა ახალგაზრდა მწერლის, გელა ბუიღლიშვილის ესსე - „მილეთსმოწყვეტილნი“ წაიკითხეს. გაიმართა ინტელექტუალური თამაში ქართული ენის ისტორიაში.
VIII კლასელებმა შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე - „14 აპრილი დედაენის დღეა“.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე პოსტერის შექმნით აღნიშნეს.
პირველკლასელებიც, დამრიგებელის (ი.არევაძე) ხელმძღვანელობით, კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს