ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
26-04-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის მე-5 და მე- 6 კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში - „ეკოგმირი“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

ასევე, მე - 6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს 22 აპრილი და დედამიწის დაცვის დღის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მეექვსეკლასელებმა ასევე აღნიშნეს გამორჩეული მოღვაწეების დაბადება.

უფროსკლასელებმაც მოამზადეს პლაკატები. 

ხელმძღვანელი: ხელოვნების პედაგოგი ელვირა ბერუაშვილი. 

იხილეთ მე-6 კლასის მოსწავლეთა პრეზენტაციის ამსახველი ვიდეორგოლი:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203