ღების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
26-04-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელმა და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - „Used To“.
გაკვეთილი მე-10 კლასში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეების შეესწავლათ წარსული მოქმედების მრავალგზისობის გამოხატვა Used to-ს გამოყენებით.
გაკვეთილი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:
1. გამოწვევის ფაზა - მასწავლებელმა უზრუნველყო ცოდნის გააქტიურება წარსული (ნამყო) განუსაზღვრელი დროის ფორმების გამოყენებით მტკიცებით, კითხვით და უარყოფით წინადადებებში. მან მოსწავლეებს აუხსნა წესიერი და არაწესიერი ზმნების წარმოება და მათი ფორმები. გაკვეთილის საწყისი ფაზა მასწავლებელმა დაიწყო კითხვების დასმით, გონებრივი იერიშის მეთოდით.
2. სიღრმისეული წვდომა - მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ახალი ინფორმაცია. კერძოდ, flashcards (ფლეშბარათები)-ის გამოყენებით Used to-ს მტკიცებითი, კითხვითი და უარყოფითი ფორმების წარმოება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს