„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
26-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დაწყებით (I-IV) კლასებში, პროექტი სახელწოდებით: „დედამიწა ჩვენი სახლია“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათ შეასრულეს ნახატები, ასევე, შექმნეს და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.
სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთებიც დაამზადეს.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სკოლის ეზო დაალაგეს და და მცენარეები დარგეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს