„რა ენაც წახდეს, ერიც დაეცეს“ - ერგეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
26-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან, ლეილა ლორთქიფანიძესთან ერთად დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლიტერატურული კომპოზიცია „რა ენაც წახდეს, ერიც დაეცეს“ წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა ქართველი პოეტის ლექსები და ბრძნული გამონათქვამები წაიკითხეს. მათ საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურის ძეგლებზე, პირველ წერილობით ნაწარმოებსა და ბოლნისის სიონის წარწერებზეც ისაუბრეს.

„მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე, რადგანაც ბევრი რამ გაიგეს ღმერთების ენის შესახებ. მათ გააკეთეს დასკვნა, რომ ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ყველა ქართველის ვალია,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203