„წყლის სანიტარია და ჰიგიენა“ - ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
26-04-2021
„წყლის სანიტარია და ჰიგიენა“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც USAID-ის დემოკრატიის ოფისის დირექტორმა, ადამ შმიდტმა და სოციაულური განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა, თამარა სირბილაძემ  მიიღეს მონაწილეობა.

USAID-ის მხარდაჭერით, მოსწავლეებს უსაფრთხო და სუფთა სანიტარულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა აქვთ. როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, USAID-ის მხარდაჭერით სკოლამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შეძლო ისე, რომ მოსწავლეებს სუფთა წყალთან და თანამედროვე სანიტარულ ინფრასტრუქტურასთან ჰქონდეთ წვდომა. 

პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ როგორც  სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე, მასწავლებლები და მოსწავლეები. ამ ყოველივემ СOVID-19-ის პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 

2015 წლიდან USAID-ის წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის (WASH) პროგრამამ თანამედროვე სანიტარული ინფრასტუქტურით აჭარის 20 საჯარო სკოლა და 10 კლინიკა უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203