ხეოთის საჯარო სკოლაში შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში, დაწყებით და საბაზო/საშუალო საფეხურებზე, შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
შაში:
დაწყებითი საფეხური:
1. მათე ტივაძე (III კლ.)
2. საბა ნებაძე (II კლ.)
საბაზო/საშუალო საფეხური:1. რომანი მოთიაშვილი (X კლ.)
2. ნიკა ალავიძე (IX კლ.)
ჭადრაკი:
1. რომანი მოთიაშვილი (X კლ.)
2. ვლადისლავ წიკლაური (X კლ.)
მაგიდის ჩოგბურთი:
1. რევაზი მოთიაშვილი (X კლ.)
2. გვანცა ზაზაძე (IX კლ.)
გამარჯვებულები სკოლის დირექციამ მედლებით, სიგელებითა და წამახალისებელი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ოლიმპიადას ორგანიზება სპორტის მასწავლებელმა, გელა ტივაძემ გაუწია, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის.
„მადლობა, მუდამ აქტიურ, სპორტის მასწავლებელს, ბატონ გელა ტივაძეს ამ ოლიმპიადის ორგანიზებისთვის წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და მასწავლებელს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: