ერისიმედის საჯარო სკოლამ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ემოციური ღონისძიება მიუძღვნა
23-04-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ერისიმედის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. იყო ბევრი ემოცია, მადლობა თავისუფლებისთვის და ტკივილი, რომელიც 32 წლის შემდეგაც არ განელებულა.
1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ წითელი ასოებით ჩაიწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს