„მოვუფრთხილდეთ დედამიწას“​ - საყუნეთის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა
23-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საყუნეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე -  „მოვუფრთხილდეთ დედამიწას“. კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა გელაშვილი და გეოგრაფიის პედაგოგი ფატმან თაბუნიძე.

კონფერენცია მოამზადეს ეკოკლუბის VIII; IX; X  კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც სახალისო აქტივობებში ჩართეს დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203