„მოირგე დედამიწის როლი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
23-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. მე-10 და მე-10 კლასებში პედაგოგის, ფაქიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალების - „მოირგე დედამიწის როლი“ პრეზენტაცია გაიმართა.  

თავად პედაგოგმა მონოლოგი -„დედამიწის მიმართვა ადამიანებს“ შთამბეჭდავად წაიკითხა.  

ამის შემდგომ, მოსწავლეებმა საინტერესო ესსეები წარმოადგინეს. მათ დედამიწის გასაჭირი წარმოაჩინეს და მის დასაცავად მზადყოფნა გამოხატეს.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ სკოლის ეზოშიც გადაინაცვლა, სადაც ყველა კლასმა სკოლას თითო ყვავილი უსახსოვრა. აღნიშნული აქცია დირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა. სკოლის დერეფანში ხელნაკეთი ფერმის გამოფენა მოეწყო, რომელიც  IIკლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ფერმაში მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალით შექმნილი შინაური ცხოველები და მათი საცხოვრებელი გარემო გამოაფინეს.

II, VI და VII კლასებში დედამიწის დღეს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა პედაგოგების - ელისო მეტრეველის, სალომე ქობალიასა და  თამარ გრიგოლავას ხელმძღვანელობით. 

დღის დასასრულს,სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საგანგებო კონფერენცია გამართეს, სადაც ინა ხელაიამ და გიორგი კუტივაძემ საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს. 

სკოლის ეკო-ლიდერები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე აქციაში ჩაერთვნენ და უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203