„წერილი დედამიწას“ - შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
23-04-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით იმუშავეს პროექტზე - „წერილი დედამიწას“.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დედამიწას წერილი დაუწერა მეშვიდე კლასის მოსწავლემ, ნინი ხატიაშვილმა. მოსწავლის მიერ შესრულებული ნამუშევარი იხილეთ ფოტოს სახით.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203