წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა
23-04-2021
ქალაქ წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ჩატარდა ნახატების გამოფენა და კონკურსი. გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრის ავტორიც.
სკოლის დირექციამ მარადმწვანე მცენარეები შეიძინა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში კვიპაროსის ხეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით დარგეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს