სენაკის N1 საჯარო სკოლელები დედამიწის დღეს ონლაინ-ღონისძიებით გამოეხმაურნენ
23-04-2021

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს  და დედამიწაზე ზრუნვის აქციას სენაკის N1საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

„გენო ადამიას სახელობის,  სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 „დ“ კლასი (პედაგოგი: შ. ნოდია). დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული აქტივობაში და უნდოდათ, მასშტაბურად აღენიშნათ 22 აპრილი - „დედამიწის დღე", მაგრამ პანდემიის გამო, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე და  ასე, ონლაინ-რეჟიმში  განვახორციელეთ პროექტი „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე"“, - აღნიშმულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.  

იხილეთ ვიდეოები










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203