„დედამიწა უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს და ჩვენ მოვალენი ვართ მასზე ვიზრუნოთ“ - ერედის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
23-04-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიება - „დედამიწა უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს და ჩვენ მოვალენი ვართ მასზე ვიზრუნოთ“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და აპლიკაციები დაამზადეს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მას 1970 წლიდან აღნიშნავს. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203