„ბუნების საგალობელი“ - ქუტირის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
23-04-2021
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ქართული ენის დღე ღონისძიება „ბუნების საგალობელი“ გაიმართა და ამით დასრულდა მარტში დაწყებული პროექტი - „დედამიწა ჩვენი, ყველას საერთო სახლია“.
„პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ანა კიკაჩეიშვილი. ჩვენმა მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს საქართველოს ბუნების ჯადოსნურ, თვალწარმტაც მშვენიერებას. კიდევ ერთხელ გვაგრძნობინეს ბუნების ღვთაებრივად ლამაზი სამყარო.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ზურაბ თოდუას, დირექტორის მოადგილეს ნინა ქავზინაძეს, ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, მუსიკის მასწავლებელს მანანა უგრეხელიძეს და ისტ-ის მასწავლებელს ქეთი რუხაძეს გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს