მუხრანის N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2021

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა (კლ. ხელ-ლი: მ.თალაკვაძე) დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა რამდენიმე აქტივობა განახორციელეს: - მოამზადეს საინფორმაციო პლაკატები და ელექტრონული პრეზენტაციები, ასფალტი მოხატეს და სკოლის ეზო დაასუფთავეს. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი მიზანი სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობადობის ამაღლება იყო.

„22 აპრილს დედამიწის დღეა -  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც, ყოველ წელს, მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში ეს დღე,  1990 წლიდან, ყოველწლიურად, აღინიშნება.
ჩვენი საერთო ვალდებულებაა მოვუაროთ გარემოს და შევამციროთ ისეთი ქმედებები, რითაც დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203