კვიახიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.„კვიახიძეების საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს გამაფრთხილებელი წარწერები, მოწოდებები: „დავიცვათ და გავუფრთხილდეთ დედამიწას“; „ნუ გაჩეხავ ტყეს“; „დედამიწა ჩვენი მარჩენალია“.
სკოლის დირექტორმა, ბატონმა თამაზ დიასამიძე ესაუბრა მოსწავლეებს, ადამიანის უდიდეს როლზე ბუნებასთან დამოკიდებულების დროს.
მოსწავლეებმა ხალისიანად დაასუფთავეს სკოლის ეზო. დარგეს ყვავილები და ყურძნის ნერგი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: