სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
23-04-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას. შემდეგ კი მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს როგორ უნდა დავიცვათ და ვიზრუნოთ გარემოზე.

ფერადი აპლიკაციებიც დაამზადეს და დღე საინტერესოდ გაატარეს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მას 1970 წლიდან აღნიშნავს. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203