
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში ინგლისურის ენის მასწავლებელმა ჯული მოდებაძემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების სლოგანი იყო - „დედამიწა ჩემი სახლია“.
ღონისძიებაში ყველა კლასი იყო ჩართული.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე და გაზეთი გამოუშვეს.
„გუნდური მუშაობა მასწავლებელთან ერთად სახალისო გამოვიდა, რისთვისაც მადლობა ჯული მასწავლებელს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: