
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის ეზოში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დეკორატიული ხე-მცენარეები დაირგო.
გარემოსდაცვითი აქტივობა სკოლაში ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების კოალიციამ განახორციელა.
სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები პროექტის ხელმძღვანელებს და თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.
„პროექტის -„ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“ ფარგლებში, 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების კოალიციამ სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში განახორციელა აქტივობა და დარგო დეკორატიული ხე-მცენარეები. ამ სამაგალითო პროექტისთვის, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია, მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელებს და თითოეულ მონაწილეს.
პროექტს - „ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახორციელებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები