აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
23-04-2021
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში რამდენიმე აქტივობა ჩატარდა.
პირველი კლასის დამრიგებელმა, ელისო ხაბეიშვილმა პირველკლასელებს წიგნების სახით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ზღაპრები და ლექსები წაუკითხეს.
მეათეკლასელებმა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს, რითიც წიგნის ჩუქების ლამაზ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარეს.
სკოლას სტუმრობდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს აპარატის უფროსი, ნინო გოგოხია და საზოგადოებრივ - სალიტერატურო ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი, მწერალი ნანა ქარდავა, რომელმაც წიგნიერებასთან დაკავშირებით ღია ლექცია ჩაატარა.