ჯვარის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2021
თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაციები, მოაწყეს გამოფენა რომელიც მუსიკალურად გაფორმდა. მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწის დაცვაზე, გარემოს გაფრთხილებაზე და მნიშვნელოვან საფრთხეებზე და ბუნების დაცვის საკითხებში ადამიანების როლზე გაამახვილეს ყურადღება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203