„რა აწუხებს დედამიწას?!“ - ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა
23-04-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის IV კლასში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, IVბ კლასში პედაგოგმა მაკა ყიფშიძემ საინტერესო ინფორმაციითა და აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „რა აწუხებს დედამიწას“.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. წარმოადგინეს თემატურად მრავალფეროვანი კედლის გაზეთი. დაამზადეს გზავნილები, რომლებიც საჰაერო ბუშტით სიმბოლურად გაუგზავნეს პლანეტის მკვიდრთ. დარგეს ხე და ის ამ დღის ლამაზ მოგონებად იშრიალებს მათ საყვარელ სკოლის ეზოში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს