თბილისის N64 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა
23-04-2021

თბილისის N64 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ასეთი სახელწოდების იყო ღონისძიება, რომელშიც ბუნებისმეტყველების პედაგოგმა შორენა თოფალაშვილმა II კლასის მოსწავლეები ჩართო.

„ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ბზები, სკოლის ფოიეში გამოფინეს პოსტერები და სპეციალური ფომატის გამოყენებით კეთილი სურვილები უსურვეს დედამიწას“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ მეხუთეკლასელებიც. ბუნებისმეტყველების პედაგოგმა მადონა მესხმა თემაზე: „22 აპრილი დედამიწის დაბადების დღეა“ V კლასის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდა და ბავშვებისგანაც საინტერესო უკუკავშირი მიიღო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203