„დედამიწა ჩვენი სახლია“ - აწყვიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს
23-04-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში VIII და  IX კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან, ეკა ივანიძესთან ერთად დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა თემაზე  „დედამიწა ჩვენი სახლია“ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციისთვის მათ მოიძიეს საჭირო ინფორმაციები და ფოტოები. 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203