სიონის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
23-04-2021
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა გარემოში ცვლილებებისადმი. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატიც.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მას 1970 წლიდან აღნიშნავს. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203