სორმონის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
23-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი თემაზე - ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ მე-7 კლასში წარიმართა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. მეშვიდეკლასელები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგს და ჩვენს პატარა აღსაზრდელებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203