„დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
23-04-2021
„დედამიწა ჩვენი სახლია,გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი“- ამ სლოგანით მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობა განხორციელდა, რომელსაც ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების მასწავლებელი, ნონა მაჭარაშვილი და ნანა ჩირგაძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობანი წარმოაჩინეს.
V-VI კლასის მოსწავლეებმა, ლიზი ქაროსანიძემ და ანისა კარაიმ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი, პლაკატები და ჩანახატები.
IX კლასის მოსწავლეებმა, ნათია ქაროსანიძემ და ლუკა მაკარაძემ თავიანთი ნამუშევრებით მოუწოდეს ყველა თანატოლს, „დაიცვან და მოუარონ დედამიწას, არ მოჭრან ხეები,არ გადაწვან ტყეები და არ დაანაგვიანონ იგი!“
ანასტასია ფუტკარაძემ და ალეკო ბიბინიძემ ვიდეორგოლის საშუალებით წარმოადგინეს თავიანთი ფიქრები და სურვილები თემაზე - „როგორია დედამიწა დღეს და როგორი მინდა იყოს“.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს