საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი შექმნეს.მოსწავლეებმა ერთმანეთს ამ დღესთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები გაუზიარეს. მათ კონკრეტული საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი პლანეტის დღევანდელი მდგომარეობა დედამიწის გადასარჩენად შემდეგი ლოზუნგები შექმნეს:
- „გადავურგოთ დედამიწას ხეები“
- „დამეხმერათ ვერ ვსუნთქავ“
- „ნუ დამაბინძურებთ“
- „დედამიწა ჩვენი სახლია“
იხილეთ ფოტოები