დოლოგნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი სკოლის აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლება იყო.
სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა დედამიწის დღის თემაზე ნახატები შექმნეს და სკოლის სივრცეში გამოფინეს. მათ თემატური ლექსებიც წაიკითხეს.
ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული პრეზენტაციები და ვიდეო მასალები წარუდგინეს. ბიოლოგიის მასწავლებელი სკოლის აღსაზრდელებს დედამიწის დღის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მონაწილე მოსწავლეებმა დედამიწის დაცვისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. მათ ღონისძიების მიმდინარეობის დროს დედამიწის კეთილდღეობასთან დაკავშირებული სურვილები საინფორმაციო ფურცლებზე ჩამოწერეს და წინასწარ სიმბოლურად გამზადებულ ე.წ „ნატვრის ხეზე“ განათავსეს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოხატეს.
„ეკოკლუბის წევრები მომავალშიც გეგმავენ გარემოსდაცვითი აქტივობების ჩატარებას, რაც მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს