დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
23-04-2021
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა სახელწოდებით - „მრავალჭირვარამგადანახადი უნატიფესი ენა ქართული“.
1-4 კლასებში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
5-6 კლასებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებსა და უძველეს ქართულ ხელნაწერებზე, გამართეს პრეზენტაციები და დაამზადეს კედლის გაზეთები.
10-11 კლასის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი მოეწყო. გამარჯვებულები თავად მოსწავლეებმა გამოავლინეს. კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლე სიგელით დაჯილდოვდა.